მაკრონი ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად, ჩინეთში ჩასვლას გეგმავს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აპრილში,  ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ჩინეთში გაემგზავრება , -  ამის შესახებ მაკრონმა პარასკევს ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მაკრონის თქმით, ლეიენს მან თავად შესთავაზა ვიზიტში მონაწილეობის მიღება.

მედიის ცნობით, უახლოეს მომავალში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს ევროკომისარი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელიც, თუმცა ამაზე კონკრეტული შეთანხმებები ჯერ არ არის.

გარდა ამისა, 31 მარტს პეკინს ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი ეწვევა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსაც შეხვდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი