აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - სიაშია თვითმფრინავებიც, რომლებსაც ლუკაშენკო იყენებს

გამოქვეყნდა:

აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა, - ინფორმაცია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

სანქცირებულთა სიაშია "BelAZ"-ის დირექტორი სერგი ნიკიფოროვიჩი, "MAZ"-ის ხელმძღვანელი ვალერი ივანკოვიჩი და ბელარუსის ცენტრალური კომიტეტის 7 წევრი. სანქციები ასევე დაწესდა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ გამოყენებული თვითმფრინავის წინააღმდეგ.

"ლუკაშენკოს აქვს ექსკლუზიური წვდომა EW-001PA-ზე და სხვა ძვირადღირებულ თვითმფრინავებზე , რომლებსაც იყენებს პირადი მოგზაურობისთვის" - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი