შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, პირდაპირი და გულახდილი - ანალენა ბერბოკისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დასრულდა. როგორც  "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, შეხვედრა იყო საქმიანი, პირდაპირი და გულახდილი. მისი თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო 12 რეკომენდაცია:

„შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, ძალიან პირდაპირი და გულახდილი. თქვენ იცით, რომ გერმანია არის გადამწყვეტი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსი მთელი მისი ისტორიის და განსაკუთრებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ისევე, როგორც საფრანგეთი. მათ საკმაოდ სერიოზული გადაწყვეტილება შეუძლიათ მიიღონ იმ ასპირაციაში, რაც არის ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატობის მიღება.

ბუნებრივია, საკითხი შეეხო 12 რეკომენდაციას, რომელიც სამწუხაროდ არ სრულდება. აქ არ არის საუბარი უბრალოდ რაღაც 12 საკითხის და პუნქტის შესრულებაზე, განწყობა არ იგრძნობა იმისა, რომ მალე შესრულდება. ბუნებრივია შევეხეთ სხვა საკითხებსაც." განაცხადა ხაზარაძემ. 

შეხვედრა ანალენა ბერბოკთან გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარეობდა, რომელსაც ესწრებოდნენ 
მამუკა ხაზარაძე, პარტია „საქართველოსთვის" წევრი ნათია მეზვრიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი