რუსები დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ერთ-ერთი ქუჩისთვის, დარია დუგინას სახელის დარქმევას გეგმავენ

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტები, დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში ქალაქის ერთ-ერთი ქუჩისთვის, დარია დუგინას სახელის დარქმევას გეგმავენ, - ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია telegram არხზე ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთის სამოქალაქო პალატის ინიციატივას მხარი მელიტოპოლის მოსახლეობამ უკვე დაუჭირა. 

შეგახსენებთ, რომ კრემლის იდეოლოგისა და პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის შვილი, დარია დუგინა გასული წლის 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. 22 აგვისტოს რუსულმა FSB-მ დუგინას მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა და მომხდარში უკრაინა დაადანაშაულა. რუსეთის მტკიცებით, დუგინა უკრაინელმა ქალმა მოკლა, რომელიც "აზოვის" ბატალიონის წევრია. ბრალდებები "აზოვმა" კატეგორიულად უარყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი