ქვეყანა დიპლომატიური სკანდალის ზღვარზე - ანალენა ბერბოკის არამეგობრული დახვედრა

გამოქვეყნდა:

მეორე მცდელობაზე დაშვებული თვითმფრინავი, ორი წრე თბილისის თავზე - ასე არამეგობრულად დაიწყო გერმანის პირველი დიპლომატის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. გერმანელი პილოტის მანევრის წყალობით Airbus A340-ასაფრენ ბილიკზე მდგარ თვითმფრინავს არ შეეჯახა, კლავ აფრინდა და ასე გადარჩა საქართველო ძალიან დიდ დიპლომატიურ სკანდალსა და შესაძლო კატასტროფასაც. 

უცნაურობა ახლდა პროტოკოლური ნიუანსების დაცვასაც, რაც არც დანაშაულია და არც დარღვევა, მაგრამ ფაქტია, რომ ამით მაღალი რანგის  სტუმრის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება იყო გამოხატული. აეროპორტში ტექნიკური პრობლემების გამო 20 წუთის დაგვიანებით დაფრენილ ანალენა ბერბოკს, ევროპის დროშა არ დაახვედრეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი