გზავნილები გერმანიის პირველი დიპლომატისგან - ანალენა ბერბოკის შეხვედრები თბილისში

გამოქვეყნდა:

ქართული ოცნების ინტრიგების ფონზე გერმანელი დიპლომატის გზავნილები სრულიად ღია და ნათელი იყო. დღის წესრიგით დაწყებული და პოლიტიკური განცხადებებით დამთავრებული - ანალენა ბერბოკი ყველა ქმედებით ადასტურებდა საკუთარ დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მიმართ. პირველი შეხვედრა გერმანელმა დიპლომატმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართა, შემდეგ შეხვდა სტუდენტებს და ოპოზიციას - ქართული საზოგადოების სწორედ იმ ნაწილს, რომელიც ღიად გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და სწრაფვას ევროკავშირისკენ. ბოლო გზავნილი კი მინისტრმა საქართველოს მთავრობის მეთაურს გადსცა.

არამხოლოდ თავად ბერბოკს, გერმანელ ჟურნალისტებს ჰქონდათ ძალიან კონკრეტული შეკითხვები დეოლიგარქიზაციასა და რუსეთთან, ფრენების აღდგენაზე.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი