"უკრაინიზაცია" - ღარიბაშვილის ახალი ტერმინი, აგრესიით სავსე ინტერპელაცია და ჩხუბი პარლამენტში

გამოქვეყნდა:

დამნაშავე, ნაძირალა, მოღალატე- ინტერპელაციაზე მისულ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს პარლამენტში უმწვავესი შეფასებები ესმოდა. პრემიერი დღეს განსაკუთრებული აგრესიითა და ღვარძლით ესაუბრებოდა დარბაზში მსხდომ ოპონენტებს, კრიტიკული შეკითხვების ავტორებს, თუმცა ნათლად ჩანდა, რომ ივანიშვილის მთავრობის მეთაურის განცხადებების ადრესატები მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია იყვნენ. ღარიბაშვილი დღესაც ცდილობდა ოპოზიცია კანდიდატის სტატუსის ჩაგდებაში დაედანაშაულებინა. 

ღარიბაშვილი კიდევ ერთი სამარცხვინო ტერმინის ავტორი გახდა- ოკუპირებული ქვეყნის პრემიერი საპარლამენტო ტრიბუნიდან "უკრაინიზაციაზე" საუბრობდა. 

პრემიერის ინტერპელაცია დღეს ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი