
პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე იქნება, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას კი ირაკლი კუპრაძე დაიკავებს.
ამ დრომდე, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იყო, ხოლო გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.
მამუკა ხაზარაძის განმარტებით, დავით უსუფაშვილის ძალისხმევა პარლამენტისკენ იქნება მიმართული.
„პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარვადგინეთ ბადრი ჯაფარიძე, დათო უსუფაშვილს ვთხოვეთ და მისი საქმიანობა, ძალისხმევა იქნება პარლამენტისკენ გადასული. მინდა დავითს მადლობა გადავუხადო. ასევე, წარვადგინეთ პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე“,- აცხადებს ხაზარაძე.