"ვაფასებ მის პოზიციას, რაც იქნება და როგორც იქნება გეტყვით თავის დროზე" - ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

გამოქვეყნდა:

რაც იქნება და როგორც იქნება გეტყვით თავის დროზე - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

"ტვ პირველთან" ინტერვიუში, ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის აფასებს გვარამიას პოზიციას, რომ არ ითხოვს შეწყალებას. 

"პრეზიდენტს არ შეიძლება რომ ჰქონდეს პირადი წყენა და მე მგონი, რომ ამის მაგალითი  სამი უკვე მქონდა - ოქრუაშვილი, რურუა, უგულავა.

ამიტომ ეს არის ღია საკითხი. ერთადერთი შემაფერხებელი არის ის რეკომენდაციები თუ ზეწოლები -თუნდაც ევროპარლამენტარების რეზოლუციები.

მათ ვუთხარი პირდაპირ, რომ პატარა ქვეყანა, რომ ვართ ეს არ ნიშნავს, რომ ნება აიღონ თავიანთ თავზე და ისეთი გზავნილი იყოს ჩემზე პიროვნულად, რომ მოდით და  ვიღაცა შეიწყალეთ. ამის უფლება არავის არ აქვს, არცერთი ქვეყნის მიმართ. იმიტომ, რომ ეს არის არის არანაკლები თანასწორი ქვეყანა როგორც სხვები და პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება

[ხელმოწერები და თხოვნები] პირიქით მოქმედებს ჩემზე, რადგან ეს უნდა იყოს თავისუფალი გადაწყვეტილება.

ვაფასებ მის [გვარამიას] პოზიციას. რაც იქნება და როგორც იქნება გეტყვით თავის დროზე."- განაცხადა ზურაბიშვილმა.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი