ანალენა ბერბოკი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გააცილა

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო დატოვა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანალენა ბერბოკის გაცილების ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გერმანელი დიპლომატი ქართველმა კოლეგამ,ილია დარჩიაშვილმა გააცილა.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ანალენა ბერბოკს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა. 

გერმანელმა დიპლომატმა შეხვედრები გამართა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან, პრეზიდენტთნ, დღის ბოლოს კი პრემიერ ღარიბაშვილთან.

ანალენა ბერბოკი ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პირველმა დიპლომატმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს.

ეს იყო გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი