რუსეთმა ომში დაახლოებით 169 890 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 25 მარტამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ 

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 169 890;
  • ​ტანკი - 3 580;
  • ჯავშანტექნიკა - 6 932;
  • საარტილერიო სისტემა - 2 623;
  • სარაკეტო სისტემა - 520;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 276;
  • თვითმფრინავები - 305;
  • ვერტმფრენი - 291;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 214;
  • საკრუიზო რაკეტები - 911;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 483;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 279.

ცნობისთვის, რუსეთი უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი