ლიეტუვამ საქართველოს საზღვრები სრულად გაუხსნა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქეები ლიეტუვაში შესვლასა და გადაადგილებას შეზღუდვების გარეშე შეძლებენ. ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვას საელჩო საქართველოში Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით,  2020 წლის 25 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტები აღარ საჭიროებენ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლას ლიეტუვაში ჩასვლისას, - წერია ლიეტუვის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

თუმცა ამავე განცხაბაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში გადაიხედოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი