2022 წელს ემიგრირებული რუსების ყველაზე დიდი რაოდენობა, 112 000 პირი, საქართველოშია - The Bell

გამოქვეყნდა:

რუსული გამოცემა - The Bell წერს, რომ 2022 წელს ქვეყანა, სულ მცირე, 500 000-მა მოქალაქემ დატოვა. მათივე ცნობით, ყველაზე მეტი რუსეთიდან საქართველოში წავიდა და ეს რიცხვი - 112 000-ია. 

გამოცემა წერს, რომ უკრაინაში ომმა ემიგრაციის ორი ტალღა გამოიწვია. გაზაფხულზე, ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, რომ საზღვრები ჩაიკეტებოდა, თუმცა გამოცემა წერს, რომ საზღვრები ღია დარჩა და ბევრ უკან დაბრუნდა. 

მეორე ემიგრაციის ტალღა "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადებას მოჰყვა. The Bell წერს რომ ამ პერიოდში რუსეთში მცხოვრებლები პანიკურად ყიდულობდნენ ავიაბილეთებს, რამაც ფასები ზედმეტად გაზარდა, გარდა ამისა, მანქანების გრძელი რიგები იყო სახმელეთო საზღვრებზე. 

"თითქმის შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა ომის გამო. მაგრამ ჩვენი ვარაუდით, თებერვლის შემდეგ, სულ მცირე 500 000 რუსი გაიქცა ქვეყნიდან და არ დაბრუნდა", - წერს გამოცემა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი