
აშშ-ში, კერძოდ, პენსილვანიაში შოკოლადის ქარხანაში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაკარგულად ითვლება - ამის შესახებ გამოცემა NYT წერს. კიდევ რვა ადამიანი ასევე გადაიყვანეს საავადმყოფოში.
მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს კვლავ ეძებენ.
აფეთქება "Palmer Company-ის" შოკოლადის ქარხანაში 24 მარტს ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათზე მოხდა. სტატიაში ნათქვამია, რომ აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ჰაერში სქელი შავი კვამლი დატრიალდა და ახლომდებარე სახლებიც კი შეარყია. როგორც NYT წერს, აფეთქებამ ნამსხვრევების, ცეცხლის და მტვრის სვეტი ჰაერში გაისროლა.
სამართალდამცველების ცნობით, აფეთქების მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს. შეიქმნა სამეთაურო ცენტრი, რომელიც კოორდინაციას უწევს ადგილობრივ და სახელმწიფო უწყებებს, შემდგომი რეაგირების მიზნით. მოსახლეობას მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან დროებით თავის შეკავებას ურჩევენ.