
ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ჩატარებული კვლევის მიხედვით, კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შემთხვევაში მოსახლეობის 46% ამბობს, რომ არ აიცრებოდა, აცრის მომხრე კი გამოკითხულთა 38%-ია.
ჯანდაცვის და სოციალური კვლევის ცენტრის დირექტორი სერგო ჩიხლაძე ვაქცინების და ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის დაეჭვებას მთავრობის არასაკმარის მუშაობას და რუსულ ჰიბრიდულ ომს უკავშირებს.
ჰიბრიდული ომის ელემენტები, ასევე ლუგართან დაკავშირებით, ვაქცინებთან დაკავშირებით, ეს მუშაობს მოსახლეობს გარკვეულ სეგმენტზე, - ამბობს იგი.
მისი აზრით, მთავრობა ვერაფერს უპირისპირებს ამას სათანადოდ და სათანადოდ ვერ ებრძვის დეზინფორმაციას.
კავკასიის მედიცინის სკოლის დეკანმა ვახტანგ სურგულაძემ კი დაზუსტებით არ იცის, რატომ უმკლავდება ჩვენი ქვეყანა ვირუსს შედარებით კარგად.
შეგახსენებთ, რომ NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა დიდ ნაწილი ვირუსთან ბრძოლის წარმატებას მთავრობისა და ექიმების ქმედებებს უკავშირებს.
NDI-ს კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1,550 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.