პრიგოჟინის თქმით, უკრაინის ომიდან რუსეთში 5 000 პატიმარი დაბრუნდა

გამოქვეყნდა:

5 000-ზე მეტი რუსი პატიმარი, რომლებიც უკრაინის ომიში "ვაგნერის" დაჯგუფებაში იბრძოდნენ, რუსეთში დაბრუნდა - ამის შესახებ "ვაგნერის" დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა ისაუბრა

მისი თქმით, უკან დაბრუნებული კრიმინალები ერთ თვეში 10-20-ჯერ ნაკლებ დანაშაულს ჩადიან, ვიდრე "სტანდარტული მაჩვენებლები“ მიუთითებდა.

„დარწმუნებით შემიძლია ვთქვა: ჩვენ 10-ჯერ შევამცირეთ კრიმინალი რუსეთში. ყოფილ პატიმრებს უკეთ ვავარჯიშებდით, ვიდრე საბჭოთა პერიოდში პიონერებსა და ოქტომბრელებს ვვარჯიშობდით“, - თქვა პრიგოჟინმა.

შეგახსენებთ, რომ ორიოდე თვის წინ პრიგოჟინმა უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი პატიმრების პირველი ჯგუფის შეწყალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი