არ ვიცი რამდენად შეფასებული აქვს პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც შესაძლოა მოუწიოს - სარჯველაძე პრეზიდენტზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ ინტერვიუს "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე აკრიტიკებს და ამბობს, რომ ზურაბიშვილის განცხადებები ჰარმონიაში მოდის "რადიკალური ოპოზიციის" დესტრუქციულ გეგმებთან. 

სარჯველაძეს არც "ოცნების" დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილზე გაკეთებული განცხადება მოეწონა და პრეზიდენტს კვალიფიციურობა დაუწუნა.

"იქ იყო ისეთი განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, პირდაპირ რომ ვთქვათ, ერთგვარად ძალიან კარგად ეწერება და ჰარმონიულია მათ შორის ოპოზიციის იმ ნაწილის დესტრუქციულ გეგმებთან, რომელიც რადიკალიზმით გამოირჩევა. და ერთგვარად მე დავინახე გარკვეული, ნებსით თუ უნებლიედ ამ სამსახურში ჩადგომა, რასაც ჰქვია ამ ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული მიმართულებით პროცესების განვითარება.

როდესაც განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ოლიგარქია, იცით რა არის, ოდნავ მეტი წინდახედულობა, ეს ერთი და მეორე, ალბათ კვალიფიციურობაზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ოლიგარქობა არ ნიშნავს მხოლოდ გარკვეული კაპიტალის ფლობას. 

როდესაც პრეზიდენტის ინსტიტუტს და დავანებოთ თავი პერსონალიებს, თავს ესხმოდნენ, ისე, როგორც ესხმოდნენ და ამის პასუხად თუ გადადგამს ნაბიჯს პრეზიდენტი ისეთს, როგორსაც შესაძლოა ის აპირებდეს ან გეგმავდეს, ან თქვენ ფიქრობთ, რომ ასე აპირებთ, ეს მისი გადასაწყვეტია, მისი შესაფასებელია, არ ვიცი რამდენად შეფასებული აქვს თუნდაც ის პოლიტიკური ფასი, რომლის გადახდაც მას ამ შემთხვევაში შეიძლება უწევდეს, მათ შორის თუ აქვს პოლიტიკური ამბიცია და პოლიტიკური გეგმები", - თქვა სარჯველაძემ.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი