ამ წუთებში ზუგდიდში, იუსტიციის სახლთან "ნაციონალური მოძრაობა" აქციას მართავს. აქციაზე შეკრებილები კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. მოქალაქეები მოითხოვენ, რომ შესრულდეს 12 პუნქტი, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
"ბიძინა ივანიშვილის ეშინია ერთადერთი რამის და ეს ხართ თქვენ, ხალხის ეშინია ბიძინა ივანიშვილს, მას ეშინია თქვენი, მას ეშინია პროტესტის, მას ეშინია, როდესაც ხალხი არის ქუჩაში და იცავს საკუთარ ევროპულ მომავალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი თქვენგანი არ შეეგუებით მონობას, ამ ქვეყნის გარუსებას და ვის თუ არა თქვენ ყველაზე კარგად გესმით ოკუპაციის მძიმე ფასი და ხვედრი, აქედან რამდენიმე კილომეტრში დგას ტერორისტი რუსეთის, ტერორისტი პუტინის ოკუპანტები", - თქვა აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ენმ-ის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობა 9 აპრილს, 17 საათზე, თბილისში, პარლამენტთან გამართავს აქციას - "ერთად ევროპაში".
ავტორი: ემა გოგოხია.