უკრაინა ვერ იწყებს კონტრშეტევას, რადგან საკმარისი იარაღი არ გვაქვს - ზელენსკი 

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ ვერ დაიწყებენ კონტრშეტევას, რომელიც გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, რადგან ახლა თავდაცვის ძალებს მეტი იარაღი სჭირდება - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან იაპონურ გაზეთ Yomiuri-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

ზელენსკიმ განმარტა, რომ დამატებითი მხარდაჭერა შეიარაღების, მათ შორის საბრძოლო მასალისა და მოიერიშე თვითმფრინავების სახით გადამწყვეტია და ამიტომ უკრაინელი სამხედროები ელოდებიან ამ მარაგების ჩამოსვლას პარტნიორებისგან.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული არმია ყოველდღიურად სამჯერ მეტ ჭურვს ისვრის, ვიდრე უკრაინელი სამხედროები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი