
აშშ-ში, მისისიპის შტატში ღამით ტორნადოსა და ჭექა-ქუხილის შედეგად, სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სტიქიის შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა.
მისისიპის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ოთხი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, მაშველები მოქალაქეების სამძებრო სამუშაოებს არ წყვეტენ.
”სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვები შეიცვლება”, - ნათქვამია განცხადებაში დაღუპულთა რიცხვზე.