საქართველო-რუსეთის ხელისუფლებებს შორის შუამავალი ბიზნესმენები - ვინ არის ვანო ბაქრაძე?

გამოქვეყნდა:

ვინ არიან საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებს შორის შუამავალი ბიზნესმენები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს?

 "მთავარი არხის" ინფორმაციით, ერთ- ერთი ვანო ბაქრაძეა. მენავთობე და საქართველოს ყოფილი პროკურორის, ამჟამად უკვე რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძის ყოფილი ბიზნეს პარტნიორი და ახლო მოკავშირე. 

ვანო ბაქრაძე არ მალავს, რომ ახლა კარგი დროა რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და არც სანქციების ეშინია. ის ერთ-ერთია მათ შორის ვინც რუსულ-ქართული ბიზნეს ფორუმის მეორედ შეხვედრას ესწრებოდა. 

ბოლო პერიოდში სულ უფრო აქტიურად იმართება სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები, რომელზეც ორი ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობენ. აგრესორ და ოკუპანტს ქვეყანასთან გაზრდილ სავაჭრო ურთიერთობებს კი ადასტურებს საქართველოს სტატისტიკის მონაცემებიც. უწყების ინფორმაციით 2023 წლის იანვარ-თებერვალში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 70%-ით არის გაზრდილი. უახლოეს ერთ თვეში კი პრორუსი პოლიტიკოსები ელოდებიან, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმიც გაუქმდება და ავიამიმოსვლაც აღდგება. ფრენების განახლებას მიესალმებიან მმართველ გუნდშიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი