"შავი ხიდი" - "მთავარი არხის" ექსკლუზიური ინტერვიუ რუს პარტიზანებთან

გამოქვეყნდა:

როსტოვში უშიშროების შენობის აფეთქებას, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა,  ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ რუსებმა გაიგეს, რომ მათ ქვეყანაში პარტიზანული დაჯგუფება "შავი ხიდი" მოქმედებს. ის ერთ-ერთია იმ პარტიზანულ დაჯგუფებებს შორის, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკას და მის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს ეწინააღმდეგება. პარტიზანულმა მოძრაობამ არაერთ ანტისამთავრობო პროტესტში მიიღო მონაწილეობა.  

"მთავარმა არხმა" დაჯგუფებების ლიდერებს მიაკვლია და მათთან ინტერვიუ ჩაწერა.  

მიმოწერებით კიდევ ერთხელ დასტურდება რომ დაჯგუფება შავი ხიდი, თითქმის ერთი წელია, რუსული სპეცსამსახურებისგან დამალვასა და მათთვის სერიოზული ზიანის მიყენებას ახერხებს. 

მთავარ არხთან ინტერვიუში  დაჯგუფების „ვიშმასტერის“  და “ნიკიტას“ სახელით ცნობილმა წევრებმა მოძრაობის ჩამოყალიბებასა და მიზნებზე ისაუბრეს.

პარტიზანული მოძრაობა შავი ხიდისა და მისი პარტნიორების მთავარი სამიზნე დაზვერვის ოფისი, სამინისტროები, საჯარო შენობები, სამხედრო ბაზები, პოლიციის შენობა, სამხედრო კომისარიატები, იარაღის საცავები და საბრძოლო მასალების საწარმოებია. ამას შავი ხიდის მოკავშირე დაჯგუფების რუსეთის მოხალისეთა კორპუსისა და ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“ ქმედებებიც ადასტურებს. პუტინის რეჟიმს დაპირისპირებულმა ბრიანსკის რეგიონის ორ სოფელში, ლიუბეჩანსა და სუშანიში, არაერთი სადაზვერვო-დივერსიული რეიდი განახორციელეს.

პარტიზანული მოძრაობების მიზანი, რუსეთის დემოკრატიული ქვეყნად ჩამოყალიბება და ისეთი სახელმწიფოს შექმნაა, სადაც თავისუფლება და ადამიანის უფლებები დაცული იქნება. "მთავარი არხის" შეკითხვაზე, რამდენად შესაძლებელია მათი ბრძოლა წარმატებით დასრულდეს, დაჯგუფების წევრებმა გვიპასუხეს რომ  ბრძოლა შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

ბრძოლის გაგრძელებას და პუტინის რეჟიმისთვის პრობლემების შექმნას ბოლომდე აპირებენ.  თავისუფლებისთვის მებრძოლი პარტიზანების თქმით პუტინის გარემოცვაში მყოფი ადამიანებიც მზად არიან მათ გვერდით დადგნენ, რადგან მიხვდნენ რომ რუსეთი ამ ომში დამარცხდება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი