მიხეილ სააკაშვილს მემარჯვენეების დემოკრატიის პრიზი გადაეცა - დაჯილდოება ნორვეგიაში

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიის პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და ის ნორვეგიაში გაიმართა. მემარჯვენეების დემოკრატიის პრიზს ანიჭებენ ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობაზე. 

საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში ახლა მძიმე პერიოდია და ერთმანეთის პირისპირ პრორუსული და პროევროპული ძალები არიან დაპირისპირებულები. თავად მიხეილ სააკაშვილი კი პატიმრობაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ნორვეგიის კონსერვატიული პარტია ანიჭებს სააკაშვილს ამ პრემიას ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის. პრიზის გადაცემის ცერემონიას დაესწრო მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და შვილი ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წაუკითხა დარბაზში შეკრებილებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი