რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს. პუტინის თქმით, ამაზე ის ბელორუსის პრეზიდენტს უკვე შეუთანხმდა და ეს მოხდება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის დარღვევის გარეშე.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საცავის მშენებლობა 1-ელ ივლისამდე დასრულდება.
როგორც მან Russia 24-ის ეთერში თქვა, მინსკი ამას დიდი ხანია ითხოვს.
"რაც შეეხება ჩვენს მოლაპარაკებებს ალექსანდრე გრიგორიევიჩ ლუკაშენკოსთან, მიზეზი იყო დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადება, რომ ისინი აპირებენ უკრაინისთვის გაღარიბებული (დაქვეითებული აქტივობის) ურანის საარტილერიო ჭურვების მიწოდებას. ეს გარკვეულწილად დაკავშირებულია ბირთვულ ტექნოლოგიებთან" - ამბობს პუტინი
ცნობისთვის, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანმა, ანაბელ გოლდიმ 20 მარტს განაცხადა, რომ ბრიტანეთი Challenger 2-ის ტანკების გარდა, უკრაინას გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებსაც გადასცემს.