
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბაქომ მთიან ყარაბაღში, შუშას რეგიონში კონტაქტის ხაზი დაარღვია. მათივე ცნობით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა პოსტის საინჟინრო აღჭურვა დაიწყეს.
"რუსი სამშვიდობოები იღებენ ზომებს კრიზისული სიტუაციის ესკალაციისა და ორმხრივი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად." - აცხადებენ რუსეთის თავდაცვაში.
„2023 წლის 25 მარტს, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების 1-ლი პუნქტის დარღვევით, გადაკვეთეს კონტაქტის ხაზი შუშას რაიონში, დაიკავა 2054.0 სიმაღლე (2, 9 კმ ჩრდილო-აღმოსავლეთით მთა სარიბაბა) და გააგრძელეს პოსტის საინჟინრო აღჭურვილობის მოწყობა“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებითვე, აზერბაიჯანულ მხარეს უკვე ეცნობა საინჟინრო სამუშაოების შეჩერებისა და ქვედანაყოფების პირვანდელი პოზიციების დაკავების მოთხოვნა.
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებითვე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა მარტუნის რაიონშიც, თუმცა ფაქტს მსხვერპლი არ მოჰყოლია -"აღნიშნულ ფაქტს რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ძალები იძიებენ"- აცხადებს უწყება.
რაც შეეხება ოფიციალური ბაქოს პოზიციას. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, "სომხურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სანგრების გათხრა სცადეს, რასაც მათი საპასუხო ზომების მიღება მოჰყვა".