IAEA-ს გენერალური დირექტორი მომავალ კვირას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ეწვევა

გამოქვეყნდა:

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს [IAEA] გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი მომავალ კვირას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ეწვევა, რომელსაც ამჟამად ოკუპანტები აკონტროლებენ.

IAEA-ს ცნობით, გროსის სურს „საკუთარი თვალით ნახოს, რა ვითარებაა ადგილზე სექტემბრის შემდეგ და ისაუბროს მათთან, ვინც ამ უპრეცედენტოდ რთულ პირობებში მუშაობს ობიექტზე“.

ეს იქნება გროსის მეორე ვიზიტი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. პირველად IAEA-ს მისია ზაპოროჟიეში 2022 წლის სექტემბერში ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი