
სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ტორნადოს შედეგად. ათობით ადამიანი დაშავდა, ხოლო ოთხი დაკარგულად ითვლება.
სტიქიამ, სახლებს სახურავები გადახადა, რამდენიმე რაიონი კი თითქმის სრულად გაანადგურა. ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მისისიპის გუბერნატორმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.