მოსკოვის გარეუბანში ხანძარია - უკრაინული ტელეგრამ არხების ინფორმაციით, იწვის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი, მეორადი ტყვიის წარმოების ქარხანა. ამავე ინფორმაციით, ხანძარს სირთულის მეორე დონე აქვს მინიჭებული.
ამ დროისათვის სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზები და ზუსტი ზარალი უცნობია.