აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი: არანაირი მინიშნება არ არის, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას გეგმავს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. ამის შესახებ ცნობებს Reuters ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეს განცხადება პენტაგონში მას შემდეგ გაკეთდა, რაც პუტინმა თქვა, რომ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღს განალაგებს. 

თავდაცვის დეპარტამენტმა თქვა, რომ მათ ნახეს ცნობები რუსეთის განცხადების შესახებ და გააგრძელებენ ამ სიტუაციის მონიტორინგს.

"ჩვენ არ გვაქვს რაიმე მიზეზი, რომ შეცვალოთ ჩვენი საკუთარი სტრატეგიული ბირთვული პოზიცია და არც რაიმე მინიშნება, რომ რუსეთი ემზადება ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად. ჩვენ ვრჩებით ნატოს ალიანსის კოლექტიური თავდაცვის ერთგული.",- ამბობენ პენტაგონში. 

ცნობისთვის, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა თქვა, რომ გაიზარდა ბირთვული კონფლიქტის საფრთხე და რომ უკრაინისთის იარაღის მიწოდება "ბირთვულ აპოკალიფსს" აახლოებს. 

ამავე თემაზე:

არა რუსულ კანონს | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი