აშშ-ში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა 

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სამხრეთ შტატებში: მისისიპსა და ალაბამაში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება და მისისიპის შტატის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

BBC-ის ცნობით, მისისიპის ქალაქ Rolling Fork-ში დამსხვრეულია მანქანები, ქუჩებში მიმოფანტულია კინისა და აგურის ნამსხვრევები - ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. გამოცემის ცნობით, ნანგრევებად იქცა არაერთი სახლი. ამასთან პირდაპირ ქუჩაშია მიმოფანტული საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა. 

აღსანიშნავია, რომ ტორნადო 24 მარტს შუაღამისას მოხდა, ამ დროს ხალხს ეძინა და სპეციალური გამაფრთხილებელი სირენების ხმა არ გაუგიათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი