
დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, პაველ კირილენკოს ცნობით, რუსი დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქების მკვლელობას.
მისი ცნობით, დონეცკის ოლქში მორიგ რუსულ დაბომბვას ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
"25 მარტს რუსებმა დონეცკის ოლქის 2 მცხოვრები მოკლეს. რეგიონში კიდევ 1 ადამიანი დაშავდა. ამჟამად მარიუპოლსა და ვოლნოვასში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია. ყველა სამხედრო დამნაშავე დაისჯება!",- ნათქვამია მის განცხადებაში.