"გმადლობთ სამსახურისა და ფოლადის ხასიათისთვის!" - ზელენსკი უკრაინის ეროვნულ გვარდიას

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდეტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნულ გვარდიას უკრაინის დაცვისა და მტრის წინააღმდეგ მტკიცე ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. 

"უკრაინის ეროვნული გვარდია გახდა ჩვენი ქვეყნის გენერალური თავდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც ხელს უშლის მტერს უკრაინის დაპყრობაში.

24 თებერვლის პირველი წუთიდან და დონბასში ომის წლების განმავლობაში ეროვნულმა გვარდიელებმა აჩვენეს ნამდვილი უკრაინული ძალა და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფო გაუძლოს.

გმადლობთ სამსახურისთვის და ფოლადის ხასიათისთვის!",- წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, დღეს უკრაინის ეროვნული გვარდიის დღეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი