12 პუნქტის შესასრულებლად, მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას თავისუფლება - ხაბეიშვილის მიმართვა "ოცნებასა" და ხალხს 

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები - საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია. 

ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ როდესაც საუბარია ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, რაც ამავდროულად ეროვნული ინტერესების საკითხიცაა. 

"როცა ვსაუბრობთ 12 პუნტქის შესრულებაზე, ცხადია მნიშვნელოვანია პრეიზდენტ სააკაშვილის თავისულება, ისევე, როგორც ნიკა გვარამიას თავისუფლება. 

მე კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც: 

თუ უახლოეს პერიოდში არ ღებულობს ხელისუფლება გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის რეპუტრაცია არ აზიანოს, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ამისთვის მკვეთრი ნაბიჯები გადადგას, მაშინ, ჩვენ, ქართველ ხალხს ყველას ერთად მოგვიწევს ბრძოლა და დაცვა ევროპული მომავლის - ეს რუსულ ოცნებას

საზოგადოებას - ჩემო, მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, ჩვენ აუცილებლად ერთად მოგვიწევს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის, ამიტომ 9 აპრილს 5 საათზე ყველას გელოდებით რუსთაველზე" - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

ამასთან, გუშინ მიხეილ სააკაშვილს ნორვეგიაში გადაეცა დემოკრატიის განვითარებისთვის პრიზი, რაზეც ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა, რომელიც ასევე მიღებული აქვს მოლდოვას პრეიზდენტს მაია სანდუს. ენმის თავმჯდომარის თქმით: "გუშინ კიდევ ერთხელ საზოგადოებამ ნახა, როგორ ზიანდება საქართველოს რეპუტაცია იმ პირობებში, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი იმყოფება ტყვეობაში". 

შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქცია 9 აპრილს, 5 საათზე, რუსთაველზე გაიმართება. მანამდე ლევან ხაბეიშვილმა ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის სამუშაოების დასაწყებად დრო მისცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი