ზუგდიდის თეატრი 155-ე წლისთავს შენობის გარეშე ხვდება - ზუგდიდის "ენმ" "ოცნებას" შეუსრულებელ დაპირებას ახსენებს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის   სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა 8 წელია შენდება და ჯერ არ დასრულებულა. 2016 წელს თეატრის ასაშენებლად "ქართუ ჯგუფმა" 12 მილიონი ლარი გამოყო, ის 2020 წლისთვის უნდა აშენებულიყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა.

"2016 წელს სახელმწიფოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ მიმართა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს, მათ ვერ მოიძიეს თანხა, შემდეგ ქართუ ჯგუფმა ითავა ამ თანხის მოძიება, გამოიყო 12 მილიონი. დაპირება იყო, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის თეატრის მშენებლობა სრულად უნდა დამთავრებულიყო. დღეს, 2023 წელს თეატრის მშენებლობა დამთავრებული არაა. წელს თეატრი თავის 155 წლისთავს ისევ შენობის გარეშე ხვდება და სამწუხაროდ, ისევ კულტურის სახლში ფუნქციონირებს", - თქვა ენმ-ის წევრმა პაატა ადამიამ.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი