
გაერთიანებული სამეფოს დაზვერვამ გააანალიზა სიტუაცია რუსეთის მიერ ირანული წარმოების "შაჰიდი კამიკაძე" თვითმფრინავების გამოყენებასთან დაკავშირებით.
ბრიტნული დაზვერვის ცნობით, რუსეთი შაჰიდ კამიკაძე-დრონების რეგულარულ მიღებას იწყებს.
მათი ინფორმაციით, 2023 წლის მარტის დასაწყისიდან რუსეთმა, უკრაინული სამიზნეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, გაუშვა მინიმუმ 71 ირანული შაჰიდის სერიის დრონი.
რუსეთი შაჰიდებს, სავარაუდოდ, ორი მიმართულებიდან უშვებს: რუსეთის კრასნოდარის ტერიტორიიდან აღმოსავლეთით და ბრიანსკის ოლქიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით.