უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა მათი წვლილი საერთო საქმეში - რუსეთთან ბრძოლის ველზე გამარჯვებაში.
მან Facebook-ზე თავის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ეროვნული გვარდიელები ბრძოლის ველზე ყოველდღე აჩვენებენ, რომ უკრაინელი ხალხის ერთგულება ცარიელი სიტყვები არ არის.
„პატივი, სიმამაცე, კანონი - ეს ის ცნებებია, რომელიც აერთიანებს ყველა ეროვნულ გვარდიელს, მაგრამ თქვენ უკან - არა მხოლოდ კანონი, წესრიგი და უსაფრთხოებაა.ყოველ დღე ბრძოლის ველზე იჩენთ გმირობას, აჩვენებთ, რომ ფიცისა და უკრაინელი ხალხის ერთგულება მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის. თქვენ იჩენთ დიდ სიმამაცესა და გამბედაობას“, - თქვა მან.
ზალუჟნიმ აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველები საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან თითოეული უკრაინელის თავისუფლებისთვის და რუსული აგრესიის პირველივე დღიდან მათ შთამბეჭდავი გმირობა აჩვენეს ფრონტის ურთულეს რაიონებში.
"გვერდიგვერდ. ჩვენი ერთიანობისა და სამშობლოსადმი ერთგულების წყალობით ვართ უძლეველი", - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
ცნობისთვის 26 მარტს უკრაინაში ეროვნული გვარდიის დღე აღინიშნება.