პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე, ნაბიჯია შიდა დესტაბილიზაციისკენ - დანილოვი

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთის მხრიდან ბელარუსში ტაქტიკური იარაღის განლაგება, ნაბიჯია "ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ".

"პუტინის განცხადება ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ ნაბიჯია ქვეყნის შიდა დესტაბილიზაციისკენ. განცხადება მაქსიმალურად აძლიერებს რუსეთისა და პუტინის ნეგატიური აღქმისა და საზოგადოების უარყოფის დონეს ბელარუსულ საზოგადოებაში. კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა",- დაწერა დანილოვმა twitter-ზე.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს. პუტინის თქმით, ამაზე ის ბელორუსის პრეზიდენტს უკვე შეუთანხმდა და ეს მოხდება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის დარღვევის გარეშე.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი