დღეს "ენმ-ის" ახალგაზრდული ორგანიზაცია ყრილობას გამართავს - განსახილველი საკითხები

გამოქვეყნდა:

დღეს 16:00  საათზე ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება, სადაც დამტკიცდება წესდება.

დღეს გარდამავალი პერიოდით დაკომპლექტდება ბორდიც, რომლის მიზანი ღია ელექტრონული სისტემით თავმჯდომარის არჩევნების ჩატარება იქნება.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ნაწილი ამბობს, რომ ყრილობაზე განსხვავებული შეხედულებების გამო  არ მიიწვიეს. აცხადებენ,რომ პარტიის ახალი მენეჯმენტი განსხვავებულ აზრს უპირისპირდება და ყველა გზით  ცდილობს  ახალგაზრდების ნაწილის პარტიული საქმიანობიდან ჩამოშორებას.

მათს განცხადებას კატეგორიულად უარყოფენ ნაციონალურ მოძრაობაში, ამბობენ რომ ყრილობაზე ყველა წევრი მიწვეული იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი