ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინისთვის 12 Mi-24 ვერტმფრენის გადაცემას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრის, სლავიანკა პეტროვსკაიას თქმით, მაკედონიის მთავრობა უკრაინას 12 Mi-24 ვერტმფრენის გადაცემას შესთავაზებს.

პეტროვსკაიამ აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის გენერალურმა შტაბმა დაასრულა ანალიზი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა უკრაინას Mi-24 ვერტმფრენი მიაწოდოს. მინისტრის თქმით, ოთხშაბათს, 29 მარტს მთავრობის სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ამ შეიარაღების გადაცემა არ მოახდენს გავლენას ჩრდილოეთ მაკედონიის ბრძოლისუნარიანობაზე. 

"ყველა ტექნიკა, რომელიც ახლა უკრაინას გადაეცა, გარდა იმისა, რომ ეს მათი მოთხოვნაა, ეს მათ სჭირდებათ. ეს არის აღჭურვილობა, რომელსაც უკრაინული არმია ოსტატურად იყენებს. ეს ის შეიარაღებაა, რომელიც ჩვენი გეგმების შესაბამისად ასრულებს სამხედრო მსახურებას", - თქვა ჩრდილოეთ მაკედონიის თავდაცვის მინისტრმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი