იმსახურეთ ნაციონალური მოძრაობა, იმსახურეთ ნაციონალური მოძრაობის ყველა თანამდებობის პირი, რომ გემსახუროთ თქვენ, იმისათვის რომ მომავალში თქვენ ემსახუროთ ქვეყანას და ყველამ ერთად ავაშენოთ ევროპული საქართველო - ამ სიტყვებით მიმართა ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის ყრილობაც დღეს შედგა. სიტყვით გამოსვლისას ხაბეიშვილმა ახალგაზრდებს ნდობა და გამოუცხადა და მხარდაჭერა აღუთქვა:
"თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ვხედავ მომავალში არამხოლოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ პოლიტიკაში. თქვენ უნდა იყოთ აქტიურები, აქტიურად ჩაერთოთ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. კონკრეტულ თანამდებობებზე უნდა იყოთ თქვენ. ასეთივე ახალგაზრდა ვიყავი თავის დროზე, როცა სხვადასხვა შეკრებაზე დავდიოდი და არასდროს მიფიქრია, რომ შესაძლოა ერთ დღეს წარმოვადგინო ყველაზე მაგარი ევროპული პარტია საქართველოში. ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მე მინდა მოგცეთ პირობა თითოეულ თქვენგანს, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რომ პოლიტიკაში იყოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, მეტი თქვენნაირი ლაღი გინების, ჭკვიანი, ხალისიანი, პატრიოტი და მებრძოლი ახალგაზრდები" აღნიშნა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, ენმ-ს მოქმედი ხელმძღვანელობა გააკეთებს ყველაფერს, რომ პარტიაში მაღალ თანამდებობებზე, ასევე სხვადასხვას მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ორგანიზაციებში სწორედ ახალგაზრდები იყვნენ წარმოდგენილნი.
ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ, პროპაგანდა არ მოგერიოთ. და ეს არის რუსული პროპაგანდა, რომელიც მუდმივად ცდილობს ჩვენს დაპირისპირებას. ჩემსა და თქვენს შორის ბარიერების გაჩენას და ცხადია ეს უკავშირდება, რომ თურმე პოლიტიკაში არა, თურმე ნაციონალური მოძრობაში არა. არ დაგაჯეროთ არავინ, არ არსებობს მეორე უფრო ძლიერი ევროპული პარტია საქართველოში, როგორიც არის ნაციონალური მოძრობა. არ არსებობს არცერთი ადამიანი, ვისაც იმაზე მეტი კი არა, იმის მეასედი აქვს გაკეთებული, რაც ამ პარტიის დამფუძნებელს, პრეზიდენტ სააკაშვილს და ზოგს მისი სახელის გაგონებაც კი ეშინია და სწორად ეშინია. პრეზიდენტ სააკაშვილის იდეა იყო მეტი ახალგაზრდა ხელისუფლებაში, მეტი ახალგაზრდისთვის გზის გახსნა და ნაციონალური მოძრაობა ამას გააგრძელებს იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანა იყოს წარმატებული და ევროპული." თქვა ხაბეიშვილმა.