ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. კლინიკა ვივა მედში ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ და გამოითხოვეს მესამე პრეზიდენტის სამედიცინო დასკვნაც.
ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის მდგომარეობას ასახავს ახლა ევროპის საბჭოს ხელშია.
ვივა მედიდან გამოსვლის შემდეგ, კომიტეტის წევრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ვივა მედის კლინიკური დირექტორის, ზურა ჩხაიძის თქმით კი მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტი წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს უნდა მოენახულებინათ.
"სახალხო პარტიის წევრები თუ ვინ იყვნენ ვერ გეტყვით. ვიცი, რომ ევროკავშირის დელეგაცია არის დილიდან შემოსული კლინიკაში და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მყოფ ჩვენს პაციენტებთან აქვთ ვიზიტი. მათ შორის სააკაშვილთან. მათ აქვთ თავიანთი სამუშაო გეგმა და ასრულებენ ამ გეგმას. შესული იყვნენ, ყველა პატიმარი მოინახულეს. გაეცნენ ავადმყოფობის ისტორია,ს, ყველა კვლევის შედეგებს, რაც მოითხოვეს ყველაფრის საშუალება ჰქონდათ ენახათ." ამბობს ჩხაიძე
დელეგაცია მიხეილ სააკაშვილის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით საკუთარ დასკვნას მოამზადებს და იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნის, თუმცა რეგლამენტიდან გამომიდინარე დასკვნა საჯარო არ იქნება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოქვეყნდება, თუ ბრეგაძის უწყება მათ რეკომენდაციებს არ შეასრულებს.