"ოცნების" გაუგონარი მავნებლობები - თენგო გოგოტიშვილის რეპორტაჟი ყველაფერზე, რაც ანალენა ბერბოკის ისტორიული ვიზიტის პარალელურად ხდებოდა

გამოქვეყნდა:

ყოველთვის, როცა საქართველოს ბედი წყდება, როცა ის ისაა ევროპის კარი უნდა შევაღოთ და თაობების ნატვრა რეალობად ვაქციოთ, "ქართული ოცნების" ხელისუფლება რაღაც გაუგონარ მავნებლობას აკეთებს ხოლმე. ასე იყო საქართველოს განაცხადის შეტანისას, როცა ნიკა გვარამია დაიჭირეს, ასე იყო ბრიუსელიდან პასუხის მიღების წინადღეებში, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის პოლიტიკური დედაქალაქის ნაცვლად ლოკოკინების საწარმოებში დარბოდა, და ასე იყო ახლაც - როცა თბილისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია.

ეს ვიზიტი საკვანძო ბევრი მიზეზის გამო იყო. უპირველეს ყოვლისა, გერმანია წამყვანი ქვეყანაა როგორც ევროკავშირში ისე ნატოში, გამომდინარე მისი ეკონომიკის, მოსახლეობისა და ტერიტორიის მასშტაბებიდან. 

ამასთან, გერმანია ტრადიციულად ევრო სკეპტიკური ქვეყანა იყო და ორგანიზაციის გაფართოებას დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებოდა, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების დღიდან გერმანიამ კარგად დაინახა რუსეთიდან მომავალი საფრთხეები და ენერგო დამოკიდებულების შემცირებაზეც დაიწყო მუშაობა და აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებთანაც გააღრმავა ურთიერთობა.

 ასეთი მნიშვნელოვანი ვიზიტის წინ კი ქართულმა ოცნებამ მოახერხა და ვერც აეროპორტში დაკიდა ევროკავშირის დროშა, ვერც თვითმფრინავი მიიღო გამართულად და ბერბოკის შეხვედრების პარალელურად, პრემიერმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ლანძღა ევროპა და ევროპელი პოლიტიკოსები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი