წერილი თბილისიდან მოსკოვის საპატრიარქოს ინტერესების დასაცავად - ილია II-ს მიმართვა მსოფლიო პატრიარქს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პატრიარქის მიერ მიწერილი ღია წერილი მსოფლიო პატრიარქისადმი სცდება მხოლოდ რელიგიურ ჩარჩოებს და დიდ გეოპოლიტიკაში იჭრება. საქმე იმაშია, რომ საქართველოს ეკლესიის წინამძღვარი ბართლომეოს პირველს  სთხოვს დაიცვას უკრაინაში არსებული მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესია და მისი მეთაური მიტროპოლიტი ონოფრე, რომელსაც კიევ-პეჩორის ლავრა ჩამოერთვა

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ კი მოსკოვის საპატრიარქომ გაწყვიტა კავშირი მსოფლიო პატრიარქთან. მისი ინტერესების დასაცავად და პოზიციის გამოსახატად კი წერილი მსოფლიო საპატრიარქოში თბილისიდან გაიგზავნა.

აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს საპატრიარქოს დღემდე არ უღიარებია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია და არც მსოფლიო პატრიარქის ტომოსზე გამოუთქვამს საკუთარი აზრი.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი