როგორ გადაიქცა ქვეყანა პუტინის ხაზად - კონკრეტული მაგალითი ავტომობილებზე და სანქციების გვერდის ავლის სქემა

გამოქვეყნდა:

იყენებენ თუ არა საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად? ვინ ხეირობს ამით ? რას მალავს და რა იცის საქართველოს ხელისუფლებამ იმ არალეგალური სქემების შესახებ, რომლითაც რუსეთში მილიონობით დოლარის ღირებულების სანქცირებული და ორმაგი დანიშნულების ტვირთი შედის?? ამ კითხვებზე პასუხის ძიება უკვე დაიწყო ევროკავშირმა. ორგანიზაციამ საჯაროდ თქვა, რომ გამოძიების განსაკუთრებული ინტერესი ის ქვეყნებია, რომელთა სავაჭრო ბრუნვა რუსეთის ფედერაციასთან უკრაინაში ომის დაწყების დღიდან დრამატულად გაიზარდა. 

საქართველო უდავოდ არის ამ ქვეყნების ჩამონათვალში.  სტატისტიკური მონაცემების დამუშავებიდან კი მარტივად ჩანს, რომ ზრდა სწორედ იმ პროდუქტზე მოდის, რომელიც სანქციების გამო რუსეთში დეფიციტური გახდა. 

დღეს ერთ კონკრეტულ მაგალითზე - ავტომობილებზე შევჩერდებით. 

საქართველოს ხელისუფლება მშვიდად უყურებს როგორ გადაიქცა ჩვენი ქვეყანა რუსეთის უკანა ეზოდ, პუტინის ტრასად და ამის გასაჩერებლად არც არაფერს მოიმოქმედებს, მეტიც, პირდაპირ გვითხრეს რომ მიესალმებიან პირდაპირი ფრენების აღდგენასაც და ოკუპანტთან უვიზო მიმოსვლასაც. ქართული ოცნება არასდროს წასულა რუსეთის ინტერესების საპირისპიროდ, მაშინაც კი როცა ასეთი ქმედება ჩვენს ინტერესებს აზიანებდა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სავარაუდოდ ამ სქემებით  დიდ ფულს ხელისუფლებაში  მოკალათებული პირებიც შოულობენ.

თემა იმდენად ღრმაა, რომ მუშაობას ამ საკითხზე ჩვენი გამომძიებელი ჟურნალისტები მუშაობას მომდევნო კვირებშიც გააგრძელებენ. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი