საქართველოს მთავრობას პირდაპირ უთხრეს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ტყვეები ჰყავს - სახდეპის მწვავე დასკვნა და საპასუხო ლანძღვა "ოცნებისგან"

გამოქვეყნდა:

გასულ კვირას კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა რატომ უნდა ქართულ ოცნებას რუსული კანონის მიღება და შემდეგ მისი გამოყენებით კრიტიკული აზრის, არასამთავრობო სექტორის და თავისუფალი მედიის განადგურება.  გამოჩნდა ეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან, რომელმაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მიმოიხილა და ძალიან მძიმე შეფასებებიც გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ. 

ეს ანგარიში ცხადია დაეყრდნო სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებს და შეერთებული შტატების საგარეო უწყებამ არაორაზროვნად მიანიშნა, რომ ეს გზა ვერ მივა დემოკრატიამდე. რა იყო ქართული ოცნების პასუხი? პირდაპირ გადავიდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის ლანძღვაზე. 

სამაგიეროდ, იგივე ხელისუფლება ლავროვის უწყებას აქებს, რომ ეს უკანასკნელი აპირებს თბილისთან ავიამიმოსვლის აღდგენას. ყველაზე მძიმე კი სწორედ მედიის მხრივ გამოვლენილი დარღვევები აღმოჩნდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი