
რუსეთში, ტულას ოლქში, ქალაქ კირეევსკში აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც დაზიანდა სამი საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა სამი ადამიანი. რუსეთის მტკიცებით, აფეთქების მიზეზი უკრაინული დრონი გახდა.
"უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა ტუ-141" გამოიწვია აფეთქება ტულას რაიონის ქალაქ კირეევსკში. დრონი ასაფეთქებელი იყო", - აცხადებენ რუსი სამართალდამცველები.
მათივე მტკიცებით, აღნიშნული უპილოტო საფრენი აპარატი ოპერატიულ-ტაქტიკური სადაზვერვო დრონი იყო.