წვლილი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში - მიხეილ სააკაშვილს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

გამოქვეყნდა:

ვიდრე ქართული ოცნება სახელმწიფო დეპარტამენტის ლანძღვით და ოპონენტების პოლიტიკური დევნით იყო დაკავებული, მიხეილ სააკაშვილს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო გადაეცა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრეკეს სახელობის პრესტიჟულ ჯილდოს ნორვეგიის კონსერვატიული პარტია ყოველ წელს გადასცემს იმ ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ მთელს მსოფლიოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში.  

სხვადასხვა დროს იგივე ჯილდოს გადაეცათ ესტონური სასწაულის ავტორს, მარტ ლაარს, მოლდოვას პროევროპელ პრემიერს მაია სანდუს,  კიევის მერს - ვიტალი კლიჩკოს, უფრო ადრე კი უკრაინულ ორგანიზაციას, რომელმაც  ამხილა იანუკოვიჩის პრორუსული ოლიგარქიული რეჟიმის მიერ ევრომაიდნის დროს ჩადენილი დანაშაულები. 

გასაგები მიზეზის გამო, შურ ლინდერბრეკეს სახელობის  ჯილდო მიხეილ სააკაშვილის დედასა და შვილს გადაეცათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი