არ დაუშვათ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე - უკრაინელების აქცია პარლამენტთან

გამოქვეყნდა:

26 მარტს საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელმა აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. ისინი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენების არდაშვებას ითხოვენ. აქციას შეუერთდა "ევროპული საქართველოც".

აქციის მონაწილეებმა სიმბოლურად პარლამენტთან ის ნივთებიც მიიტანეს, რომელსაც რუსული არმია უკრაინიდან იპარავს - ეს არის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რაც საქართველოს მოსახლეობასაც კარგად ახსოვს როცა 2008 წელს რუსები უნიტაზებსა და კოვზებს იპარავდნენ

"რუსეთი იყენებს საერთაშორისო ოლიმპიადას, როგორც საკუთარი მიზნების მისაღწევად. რუსეთის ფედერაციის სპორტსმენების დიდი უმრავლესობა არის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბის (CSKA) და დინამოს კლუბის წარმომადგენლები. ისინი ეკუთვნიან FSB-ს, რუსეთის გვარდიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, უშუალო მონაწილეობას იღებს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში, ისევე როგორც სამხედროები. იმ დროს, როცა უკრაინელი სპორტსმენები შეიარაღებული ძალების რიგებში იცავენ ქვეყანას და ზოგიერთი მათგანი, სამწუხაროდ, დაიღუპა.

რუსეთის მონაწილეობა სპორტულ ღონისძიებებში აკანონებს რეჟიმის ქმედებებს საკუთარი მოქალაქეების და სპორტული საზოგადოების თვალში. კომიტეტმა არ უნდა დაუშვას, რომ ოლიმპიური თამაშები გახდეს პუტინის აგრესიული ქმედებების გამართლების კიდევ ერთი ინსტრუმენტი. გარდა ამისა, რუსეთიდან სპორტსმენების შეჯიბრებაზე დაბრუნება არასწორ სიგნალს გაუგზავნიდა რუსებს, რომ მათ შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც უნდათ, რადგან მათ ეს ყველაფერში ეპატიებათ. თუნდაც ეს იყოს სრულმასშტაბიანი შემოჭრა", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი