პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უკრაინაში სრულ გამარჯვებას მიაღწევს - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ სჯერა, რომ დროთა განმავლობაში ის უკრაინაში სრულ გამარჯვებას მიაღწევს.

ამერიკელი ანალიტიკოსების თქმით, ვერც უკრაინამ და ვერც დასავლეთმა ის ვერ დაარწმუნა, რომ რაიმე უნივერსალური ან კომპრომისული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ყოველდღიურ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ამის სანაცვლოდ, პუტინი ისევ კონცენტრირებულია გაჭიანურებული კონფლიქტის გზით თავისი თავდაპირველი მიზნების მიღწევაზე და გამარჯვებაზე - უკრაინაზე საკუთარი ნების ძალით თავზე მოხვევით, ან უკრაინელების ნების გატეხით მას შემდეგ, რაც დასავლეთის მხარდაჭერა ამოიწურება.

ISW-ის 26 მარტის ანგარიშში საუბარი შეეხო უკრაინელების კონტრშეტევას. ამერიკელი ანალიტიკოსები წერენ, რომ დასავლურ, უკრაინულ და რუსულ მედიაში აქტიურად განიხილავენ უკრაინის მოსალოდნელ კონტრშეტევებს. ISW აღნიშნავს, რომ კონტრშეტევების დაწყების დრო ჯერჯერობით უცნობია.

ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, უკრაინის არმიამ რუსულ ძალებს უნდა მიაყენოს იმ მასშტაბის ზიანი, რომ პუტინისა და მისი გარემოცვისთვის ცხადი გახდეს, რომ საბრძოლო მოქმედებების გაგრძელებით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი