მსგავსი გადაწყვეტილება და შესაბამისად სურვილი, არ მქონია - აზარაშვილი მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას არ აპირებს.

მან ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების სურვილი არ ჰქონია.

"მსგავსი გადაწყვეტილება და შესაბამისად, სურვილი არ მქონია", - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა. 

 აზარაშვილს ასევე ჰკითხეს მიზანმიმართულად იღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი დაბალი კალორაჟის საკვებს - "არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვით".

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" მოინახულეს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებმა. ისინი ამჟამადაც კლინიკაში იმყოფებიან, თუმცა შეხვდებიან თუ არა კიდევ ერთხელ მესამე პრეზიდენტს, ჯერ არაა ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი